![]() |
|
| Gonococcus |
| (ბერძნ. gonos თესლი, kokkos კურკა) - ცერცვის ფორმის უძრავი, უსპორო ჩირქმბადი ბაქტერია; ადამიანის სპეციფიკური პარაზიტი. აღმოაჩინა გერმანელმა მეცნიერმა ა. ნაისერმა 1879 წ. იწვევს შარდ-სასქესო ორგანოებისა და თვალების ჩირქოვან ანთებას. ზოგჯერ აზიანებს სახსრებს, ჯირკვლებსა და ენდოკარდიუმს. |