![]() |
|
| მიელოლეიკოზი ქრონიკული |
| დაავადების მორფოლოგიური სუბსტრატია პერიფერიულ სისხლსა და ძვლის ტვინში მარცვლოვანი რიგის მომწიფებადი და მწიფე ფორმები. დამახასიათებელია ეოზინოფილებისა და ბაზოფილების რაოდენობის მომატება ("ეოზინოფილურ-ბაზოფილური ასოციაცია") და ელენთის გადიდება. მიმდინარეობს თალღისებურად – რემისიებისა და რეციდივების შენაცვლებით. ავადმყოფის სიცოცხლი საშუალო ხანგრძლივობა 3–6 წლით განისაზღვრება. |