![]() |
|
| გლუკაგონი |
| (ბერძნ. glykys ტკბილი, ago მიმყავს) - ჰიპერგლიკემიური ფაქტორი, რომელსაც გამოჰყოფს სხვადასხვა ცხოველისა და ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულების α უჯრედები. ააქტივებს ფერმენტ ფოსფორილაზას, რითაც ხელს უწყობს გლიკოგენის დაშლას და სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატებას. |